უპირატესობა
სკოლა გიმნაზია პირველი
- I კლასში ჩასარიცხად მოსწავლეთა მშობლები
(კანონიერი წარმომადგენლები)
წარმოადგენენ შემდეგ საბუთებს
✅ განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
მისია ,ხედვა, ღირებულება
შპს სკოლა გიმნაზია პირველის
მისია, ხედვა, ღირებულება
სკოლის მისიაა -იზრუნოს მოსწავლეებში სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე. მოსწავლის ინტერესების , მიდრეკილებების გამოვლენაზე, დამოუკიდებელი სწავლისა და შრომის უნარების განვითარებაზე, მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებაზე.
სკოლის ხედვა- მივცეთ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება, ისეთ სასკოლო გარემოში, სადაც ყველა ბავშვი ბედნიერია, სადაც ვსწავლობთ და ვასწავლით ერთმანეთს.სკოლა განსაზღვრული მისიის მიღწევას უზრუნველყოფს შემდეგი პრონციპების გათვალისწინებით: გუნდურობა-ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს და ვცვლით იდეებს და ცოდნას, რითაც წვლილი შეგვაქვს როგორც სკოლის განვითარებაში. ასევე საკუთარ პროფესიულ განვითარებაში თანასწორობა:
სკოლის საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები. ეს უფლებები
გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით.
ზრუნვა: სკოლა ქმნის მზრუნველ გარემოს, რისთვისაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება
მხოლოდ მხარდამჭერის პოზიციიდან.
გამჭვირვალობა: სკოლის საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ხედვები
და ღირებულებები, მარეგულირებელი დოკუმენტები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და
წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული მხარისათვის.