მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა

მეხუთე კლასმა იმუშავა თემაზე "მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა." იგი გაიცნეს, როგორც მხატვარი, პოეტი, არქიტექტორი და მოქანაკე. სიქსტეს კაპელის "განკითხვის დღე" განსაკუთრებით რთულ და საინტერესო ნამუშევრად მიიჩნიეს. ამიტომ გადავწყვიტეთ მიქელანჯელოს შეგრძნებები გაგვეღვიძებინა ჩვენში და ზუსტად იმ პოზაში გვეცადა დახატვა, როგორც თავად ხატავდა ოთხი წლის განმავლობაში ტაძრის ჭერს. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ საკმაოდ რთულია ფოკუსის გასწორება, ფანქრის დამორჩილება და სხეულის მართვა ამ მდგომარეობაში! თუმცა სცადეს! ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა იდეალური ნამუშევრის შექმნა, ჩვენ გვსურდა დიდი მხატვრის შეგრძნებები გაგვეცოცხლებინა ჩვენში და ეს შევძელით! ერთი დღე, მე - მიქელანჯელო!